Maia Javakhishvili

Friday, December 18, 2009

მაია ჯავახიშვილი

ელ.პორტფოლიო ლემილზე

პ რ ო ე ქ ტ ი

პროექტის სახელი: საქართველო ვაზისა და ხორბლის სამშობლოა

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი შედგება სამეცნიერო, ლიტერატურული და პრაქტიკული ნაწილისაგან; მიზნად ისახავს მოსწავლეები მაღალი ხარისხით დაეუფლონ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს; გათვლილია გუნდურ მუშაობაზე.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის სამეცნიერო ნაწილში განიხილება ვაზისა და ხორბლის კულტურების დამოკიდებულება გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჰავაზე, კლიმატზე, დოკუმენტები და ლეგენდები ამ კულტურების ისტორიულ წინაპრებზე, მათ წარმოშობაზე, გადაშენებულ ჯიშებზე, უახლეს ჯიშებზე. ვაზისა და ხორბლის მოვლასთან დაკავშირებული შრომითი პროცესები, დამხმარე ნაგებობები, მეღვინეობის განვითარების ისტორია, მარცვლოვანთა და ვაზისებრთა ოჯახების ბიოლოგიური აგებულება, ბიოლოგიური პარაზიტები, მათთან ბრძოლის საშუალებები. ამ ნაწილში აგრეთვე შევა დაკვირვება სოფლად მოსავლის აღების პროცესებზე, მუზეუმების დათვალიერება.
განიხილება ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ვაზი და ხორბალია მოხსენიებული და ხოტბაშესხმული. ვაზი, ვენახი და ხორბალი, როგორც სიმბოლოები, ინფორმაცია იმ ძეგლებისა და ფრესკების შესახებ, სადაც ვაზი და ხორბალი ორნამენტებადაა გამოყენებული და შრომის პროცესთან დაკავშირებული ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები.
პრაქტიკულ ნაწილში შევა ფოტომასალის მოპოვება, ვაზისა და ხორბლის გამოსახულების როგორც ორნამენტების გამოყენება კერამიკულ ნამუშევრებზე, ფარდაგებსა და ნაქარგებზე, რომლებიც შეიქმნება ხალხური რეწვის გაკვეთილებზე.

მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი, 12წელი

ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ნაწილდება ჯგუფებში: ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას გეოგრაფიული, ისტორიული, ბიოლოგიური ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან; მეორე ჯგუფი მასალას მოიპოვებს ხელოვნებასა და ლიტერატურაში; მესამე ჯგუფი აგროვებს ფოტომასალას კერამიკულ ნამუშევრებს, ფარდაგებს ნაქარგებს. კერამიკასა და ფარდაგზე მუშაობისთვის შეიქმნება ვაჟთა და გოგონათა ჯგუფები, რაც გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამით.

მოსალოდნელი შედეგები: სწავლა გახდეს მიმზიდველი საქმიანობა, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავისუფლად გამოხატონ შესაძლებლობები, ერთმანეთს დაუკავშირონ სკოლაში და სკოლის გარეთ მიღებული ცოდნა, უვითარდებათ მსჯელობის და ანალიზის უნარი, უკეთ შეუძლიათ მოწოდებული ან მოპოვებული ინფორმაციის განჭვრეტა, კლასიფიკაცია, შეპირისპირება და დასკვნების გამოტანა. უვითარდებათ შეფასების უნარი, შეუძლიათ სიტუაციის შეფასება, გაკრიტიკება, დაცვა.

შექმნილი პროდუქტები: ჟურნალი, პოსტერი, კერამიკული მასალა, ფარდაგები, ნაქარგები.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტს გაეცნობიან მასწავლებლები, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, შეძლებისდაგვარად სხვა სკოლის მოსწავლეები, ყოველივე ეს გააღვიძებს მათ ინტერესს, როგორც ამ თემის მიმართ, აგრეთვე მუშაობის ამ ფორმის მიმართ. მათში გააღვიძებს სურვილს იმუშაონ ამ ტიპის პროექტებზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა: საკუთარი მოსაზრებისა და გადაწყვეტილების წარმოჩენა, საუბრის წარმართვა, ინიციატივის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა...

სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ლიტერატურე, მუსიკის ისტორია, ხელოვნება და ხალხური რეწვა.

პროექტის ფასილიტატორი: მაია ჯავახიშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: მაიაჯავაკჰისჰვილი@გმაილ.ცომ